წამყვანმა ბრაზილიურმა მედია სშუალებამ O Globo-მ საქართველოზე და ქართულ ტურიზმზე 40-წუთიანი სიუჟეტი მოამზადა, რომელიც ეთერში გუშინ გავიდა.
სიუჟეტი Globo Repórter-ის გადაცემის ფარგლებში გავიდა, რომელიც მსოფლიოს ტურისტულ მიმართულებებს აშუქებს.
„სხვადასხვა პეიზაჟები და ძალიან მდიდარი კულტურა. გასაოცარი ქვეყანა, რომელსაც ბრაზილიელები ნაკლებად იცნობენ“, - ნათქვამია სიუჟეტში.
აღსანიშნავია, რომ გადაცემის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოზე სიუჟეტმა ბრაზილიელების დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრმაც საქართველოს მონახულების სურვილი გამოთქვა.
სიუჟეტის სრული ვერსიის ნახვა „იუთუბზეა“ შესაძლებელი.