რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ზესტაფონში, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩხეიძის მე-5 შესახვევს ჩაუტარდა. ახალი გზით ზესტაფონი - ხარაგაულის დაახლოებით 22 ათასი მცხოვრები ისარგებლებს.
მინისტრი ზურაბ ალავიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა კიკნაველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის დაგების და კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
”აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 000 ლარით დაფინანსდა”, - აცხადებენ სამინისტროში.