"გადაიხდი მინიმუმ 350 ლარს და ჩათვალე, რომ 3 დღეში საათის სამაჯური აღარ გაქვს" - რას წერს მომხმარებელი თბილისის ერთ-ერთ ცნობილ საათების მაღაზიაზე

სოციალურ ქსელში მოხმარებელი საათების მაღაზიაში "ნიუ თაიმი" შეძენილი საათის ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ 350 ლარად ნაყიდი საათის სამაჯური მალევე დაეშალა.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მომხმარებლის პოსტს.

"ამ ქსელის მაღაზიებში გადაიხდი მინიმუმ 350 ლარს და ჩათვალე, რომ 3 დღეში საათის სამაჯური აღარ გაქვს - მოლეკულების დონეზე დაიშალა.

გგონია, ბრენდი გიკეთია და ლილოს ნაგავი გრჩება ხელში, თუმცა ლილოს მაგათ ფონზე შეურაცხყოფას როგორ მივაყენებ, ასე 3 დღეში მაინც არ დაგეშლება მარტივ მამრავლებად იქ შეძენილი პროდუქცია!....ლილო ამ ქსელთან ისვენებს.

"ციფერბლატის დახვეწილ მინიმალიზმს ალამაზებს კრისტალების ბრჭყვიალი" - ხარისხის მინიმალიზმი ხართ თავიდან ბოლომდე , მაქსიმალიზმი თქვენთან ფასია მხოლოდ", - წერს მომხმარებელი.

როგორც საათის მეპატრონე აღნიშნავს, მაღაზიაში მას ასევე განუცხადეს, რომ საათის სამაჯურზე გარანტიას არ იძლევიან.