ყაზბეგში, სოფელ ყანობთან დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობთან დღეს დილით შვავი ჩამოწვა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე (სოფელი ყანობი) ჩამოსულია მიწის შვავი დაახლოებით, 150მ3.

მათივე ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.