"საქართველოს ფისტას ასოციაცია" საქართველოს მოსახლეობისთვის ფისტას ნერგებს არიგებს. ამ მცენარის პოპულარიზაციის მიზნით , ნერგების დარიგება 2016 წლიდან მიმდინარეობს და როგორც ასოციაციაში აცხადებენ, სულ ათასობით ნერგი უნდა დარიგდეს.
Allnews.ge დაინტერესდა, სად შეიძლება უფასოდ ფისტას ნერგის მიღება და რამდენად მარტივია მისი მოვლა.
ფისტა კაკლოვანი კულტურაა და როგორც გავარკვიეთ, მაღაზიებში 1 კილოგრამის ფასი დაახლოებით 60 ლარია. გასაყიდად გამოტანილი ფისტა საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ იმპორტირებულია. თუმცა, დარგის სპეციალისტების თქმით, ქვეყნას გააჩნია იმის პოტენციალი, რომ ბაზარზე ქართული წარმოების ფისტაც გამოჩნდეს, ვინაიდან მისი მოყვანა საკმაოდ ხელსაყრელია.
ფისტა მშრალი, ნახევრად უდაბნო ნიადაგის მოყვარულია, შესაბამისად, მისი დარგვა თბილისის შემოგარენში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და მესხეთშია შესაძლებელი.
ფისტას ნერგების უფასოდ მიღება კი "საქართველოს ფისტას ასოციაციის" აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის თქმით, ორგანიზაციის სოციალურ ქსელზე მითითებულ ბმულზე დარეგისტრირებითაა შესაძლებელი. განაგრძეთ კითხვა