2016 წელს საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 211 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გასულ წელს 2015 წლეთან შედარებით, სუბიექტების რიცხვი 7-ით შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული 211 სუბიექტიდან - 29,4% ქალაქ თბილისშია განთავსებული, 21,8% - იმერეთში, 12,3% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11,4% - კახეთის რეგიონში, 8,1% - ქვემო ქართლში, 5,2% - აჭარაში, 4,3% - შიდა ქართლში, 2,8% - სამცხე-ჯავახეთში, 1,9% - გურიაში, 1,9% - მცხეთა-მთიანეთში და 0,9% - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში.