„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 59,9 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45,3 ათასი კაცი ვაჭრობს.
2016 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,2 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33,9% ქალია. დასაქმებულთა 44,7% თბილისზე მოდის, დანარჩენი კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეს არის ორგანიზებული: ყოველდღიური ვაჭრობა 169 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 20 ბაზარში მიმდინარეობს, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ შაბათს და კვირას, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.