2017 წლის ივნისში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 70 მლნ აშშ დოლარი იყიდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ივნისის „თვის მიმოხილვაში“.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.5 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.1 პროცენტით გაუფასურდა.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშული, აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4274-დან 2.4072- მდე შეიცვალა, ანუ 0.8 პროცენტით გამყარდა.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე