როგორი ფასებია ბათუმში

ბათუმი საქართველოს ყველაზე პოპულარული ზღვისპირა კურორტია, რომელსაც ზაფხულის სეზონზე ათასობით დამსვენებელი სტუმრობს. ასეთი პოპულარობის გამო ივლის-აგვისტოში ბინებისა და მგზავრობის საფასური, როგორც წესი იმატებს. გთავაზობთ დათვლილ ფასებს, თუ რა დაგიჯდებათ ქალაქამდე სხვადასხვა ტრანსპორტით მგზავრობა და ბინის დაქირავება.

ბათუმამდე მგზავრობა როგორც მატარებლით, ისე თვითმფრინავით, მიკროავტობუსითა და მინივენით არის შესაძლებელი. "შტადლერის" მატარებლის ბილეთების ფასი 1 ივლისიდან უკვე გაიზარდა და პირველი კლასით მგზავრობის ღირებულები 60 ლარი, ხოლო მეორე კლასით მგზავრობის საფასური 24 ლარია.

ამავდროულად, თუ ღამის მატარებლით მგზავრობას გადაწყვეტთ, პირველი კლასის ბილეთში 40-ს, ხოლო მეორე კლასის ბილეთში 24 ლარს გადაიხდით.

ზოგიერთი ბათუმში ჩასვლას ავტობუსით ამჯობინებს, რომლით მგზავრობის ფასიც 30 ლარია, ხოლო თუ მიკროავტობუსით ან მინივენით მგზავრობას გადაწყვეტთ, ამაში დაახლოებით, 30-40 ლარს გადაიხდით.

უფრო კომფორტულად მგზავრობისთვის ბათუმში თვითმფრინავით ჩასვლაც შეგიძლიათ. თბილისი-ბათუმის რეისის საფასური სამუშაო დღეებში 175 ლარიდან იწყება, ხოლო კვირა დღეს ამავე ბილეთში 120 ლარს გადაიხდით. თუმცა, თუ თქვენს გეგმებში კომფორტულად მგზავრობა და ბიუჯეტის დაზოგვა ერთდროულად შედის, გაფრენა ნატახტრის აეროდრომიდანაც შეგიძლიათ, რომლის საფასურიც სტაბილურად 90 ლარია. განაგრძეთ კითხვა