ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობთან (მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე) ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა , - ამის შესახებ ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობთან დღეს დილით მეწყერი დაახლოებით, 150მ3 ჩამოწვა, რის შედეგადაც საავტომობილო მოძრაობა შეწყდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.