საქართველოში ღვინის ბიზნესში ჩართული ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ძვირადღირებულ ქართულ ღვინოებს, ძირითადად უცხოელები ყიდულობენ. თუმცა, ბოლო დროს, ღვინით დაინტერესებული ქართველი ახალგაზრდების რიცხვმაც იმატა.
უცხოელები ტრადიციულად წითელ ტკბილ და წითელ მშრალ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას. ქართველები კი თეთრ მშრალ კახურ და კლასიკურად დაყენებულ თეთრ ღვინოებს ეტანებიან. როგორც აღმოჩნდა, მყიდველთა შორის, ქალების არჩევანი ძირითადად ხვანჭკარაზე და საფერავზე ჩერდება. ეს ეხება როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ქალბატონებს. ხანში შესული ქართველი მამაკაცები კი ყველაზე ხშირად ქვევრის თეთრ მშრალ ღვინოებს ითხოვენ და ღვინის ხარისხით უკმაყოფილოები, როგორც წესი, სწორედ ისინი არიან ხოლმე.
ერთ-ერთ თბილისურ ღვინის მაღაზიაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაახლოებით 2 საათის მანძილზე ღვინო სულ 13-მა ადამიანმა იყიდა. მათ შორის 3 უცხოელი იყო. მომხმარებლებიდან ოთხმა ერთი-ერთი დიდი ქართული ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული რეზერვუარული მეთოდით დაყენებული “რქაწითელი” იყიდა. ეს არჩევენი სავარაუდოდ მაღაზიის გამყიდველთა რჩევებით იყო განპირობებული. ხუთმა ადამიანმა უპირატესობა წითელ ტკბილ ღვინოებს მიანიჭა (მათგან ორი უცხოელი იყო). გაიყიდა ორი ბოთლი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ცქრიალა ღვინო და მხოლოდ ერთმა ადამიანმა იყიდა ერთ-ერთი მცირე მარნის მიერ წარმოებული ქისი.
ჩვენს მიერ გამოკითხული ღვინის მოყვარულების უმეტესობა ღვინის ფასის სიძვირეს უსვამდა ხაზს. იხილეთ გაგრძელება