თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში „ხრუშოვკების“ თემას ეხმიანება და თავის გვერდზე „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციას აზიარებს.
"ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
"კახა კალაძე: "ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან [ხრუშოვკებისგან] თბილისის გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება მყარი, კომფორტული საცხოვრისით, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიმართულება იქნება."
იგივეს "ოცნების" პორტირებული ფალავანი ირაკლი შიხიაშვილიც ამბობდა რამდენიმე წლის წინ. მან "არაბებთან" მემორანდუმიც კი გააფორმა. ისმის შეკითხვა რა განსხვავებაა კალასა და შიხას შორის? - პასუხი არანაირი.
1. არა ყველა "ხრუშოვკაა" ავარიული. შესაბამისად ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა ძალიან სახიფათო პოპულიზმია. მაგლითად, ვაჟა- ფშაველას ან დიღმის "ხრუშოვკებში" - ეს მოსახლეობის ნერვიულობას გამოიწვევს. ხოლო, მოსკოვის გამზირზე მორიგ იმედგაცრუებას. მერობის კანდიდატებმა არა "ხრუშოვკებზე", არამედ ავარიულ შენობებზე უნდა ისაუბრონ. ( შესაბამისი სია მერიაში არსებობს). ძეგლი სხვაა, ხრუშოვკა სხვაა და 80-იანებში აშენებული 16 სართულიანი ვარკეთილის ავარიული კორპუსები კიდევ სხვა.
2) აუცილებელია "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მსგავსი პარტნიორობის მოდელი, რომელიც არა ტერიტორიულ ერთეულ "ძველ თბილისზე", არამედ მიზნობრივად ავარიულ შენობებზე იქნება ფოკუსირებული (შენობების სტატუსის გათვალისწინებით დიფერენცირებული).
3) ეს ყველაფერი შესაძლებელია მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, რაც "ოცნების" მთავრობამ ვერ უზრუნველყო. ანტისამშენებლო ისტერია, რომლსაც "ოცნებაც" აღვივებს - მშენებლობებმა დაგვანგრიეს- ამ პროექტს მხოლოდ ძირს უთხრის.
და ბოლოს, ყოველთვის ყველაზე სახიფათო სახელისუფლებო კანდიდატის პოპულიზმია", - წერს გიგი უგალავა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.