1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3956 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3956 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4009 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8103 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8110 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.