ვალეში 4200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 4200 ღერი ირანული წარმოების სიგარეტი პალმალი (PALLMALL) აღმოაჩინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ირანის მოქალაქეს არადეკლარირებული ტვირთი, კუთვნილ ავტომანაქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, მოქალაქე დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციული კოდექსის 1 552 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება. საქმე გადაეცა სასამართლოს.