ძლიერი სიცხის გამო, ათენის სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
როგორც ცნობილია, ცეცხლის ჩასაქრობად 70-მდე მეხანძრე იბრძოდა, ოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენებიც.
უსაფრთხოების გამო, დროებით მუშაობა ათენის საერთაშორისო აეროპორტმაც შეაჩერა.