მუნიციპალურ ავტობუსებს 2 ახალი მარშრუტი დაემატა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო სქემას ორი ახალი ხაზი დაემატა. კერძოდ: №32 მარშრუტი - დიდი დიღმის IV მ/რ-დან (დემეტრე თავდადებულის ქ. ახალი ავტობაზის მიმდებარედ) მაისურაძის ქუჩამდე (გლდანის VII და VIII მ/რ შემაერთებელი გზა) იმოძრავებს. №52 - ბარათაშვილის ქუჩიდან (#2-ის მიმდებარედ) დოლიძის ქუჩამდე (#89-ის მიმდებარედ) იმოძრავებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ახალ მარშრუტებს პატარა მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები მოემსახურება.