2018 წლიდან საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელება იწყება. კერძო საპენსიო სისტემა ფონდში განსაზღვრული შენატანების პრინციპს დაეფუძნება. დაგროვებითი საპენსიო სისტემა ფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებზე 2+2+2 პრინციპით გავრცელდება. ამ პრინციპის მიხედვით, შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულებსა და მთავრობას შორის. რეფორმაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. უწყების ცნობით, პროექტის დეტალები საჯარო მიმდინარე წლის აგვისტოში გახდება. საბანკო სექტორის შეფასებით, ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება წინ გადადგმული ნაბიჯია.