ივლისში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 67% - ით გაიზარდა. კერძოდ, გასულ თვეში მგზავრთა რაოდენამ 49,092 შეადგინა, ხოლო 2016 წლის ივლისში მაჩვენებელი 29 396 იყო.
ამასთან, 69% -ით არის გაზრდილი აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც. 2017 წლის ივლისის მონაცემებით, აეროპორტში 188 რეისი შესრულდა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 111 რეისი განხორციელდა.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე