25 სახეობის მაღალი ხარისხის და შესანიშნავი გემოს ჩაი - ეს "ოპიუმ ჯორჯიაა", ჩაის მწარმოებელი სტარტაპი, რომლის პროდუქციაც ამ ეტაპზე მხოლოდ რესტორნებში, კაფეებსა და სასტუმროებშია ხელმისაწვდომი. კომპანია 6 თვეა, რაც ბაზარზეა და "ოპიუმ ჩაი" უკვე ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ დამფუძნებელი ვასილ ჩითინაშვილი უახლოეს მომავალში ბრენდული მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.
"მინდა, საზოგადოების ფართო ფენებს ხარისხიანი ჩაის სმის საშუალება ჰქონდეთ. ზოგადად, ჩაი ელიტარული სასმელია და ჩაის სმის კულტურა საქართველოშიც უნდა დაინერგოს. სამომავლოდ, ასორტიმენტის გაფართოებასაც ვგეგმავთ," - განმარტავს სტარტაპერი ვასილ ჩითინაშვილი.
თავად სტარტაპერს ბიზნესის მიმართულებით დიდი გამოცდილება არ აქვს. სახელმწიფო სტრუქტურაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. ჩაის წარმოებამდე რამდენიმე სხვა ბიზნესში სცადა თავი, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. "ოპიუმ ჯორჯიამ" კი 6 თვის განმავლობაში საკმაოდ დიდი ცნობადობისა და პოპულარობის მოპოვება შეძლო. გამოცდილებიდან გამომდინარე სხვა სტარტაპერებსაც ურჩევს, არასდროს დანებდნენ. განაგრძეთ კითხვა