მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, მექსიკელმა კარლოს სლიმმა, ამერიკული გამოცემა New York Times-ის აქციები 10 მილიონ დოლარად გაყიდა.
როგორც გამოცემა “ფორბსი“ წერს კომპანიამ Grupo Carso-მ, რომელიც სლიმის ოჯახის კუთვნილებაშია, ნიუ იორკული გამოცემის 521,5 ათასი აქცია გაყიდა. შეთანხმება 28 ივლისს, მას შემდეგ გაფორმდა, რაც წინა დღეს New York Times-მა მეორე კვარტლის მონაცემები გაავრცელა.
როგორც ცნობილია, კარლოს სლიმმა საკუთარი წილი „ნიუ-იორკ თაიმსში“ თითქმის 17%-მდე 2015 წელს გაზარდა და გაზეთის ყველაზე მსხვილი ინვესტორი გახდა. იმ დროისთვის მისი პაკეტის ღირებულება 370 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.
კოკა კვირკველია
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე