ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 125 800 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.170 პროცენტით, მაქსიმალური 7.210 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.194 პროცენტით განისაზღვრა.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე