უკრაინის ხელისუფლება უახლოეს მომავალში აპირებს სარჩელის შეტანას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ქერჩის სრუტეზე რუსეთის მიერ ხიდის მშენებლობის გამო. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.
მინისტრის მაოდგილის, იური ლავრენიუკის განცხადებით, უკრაინის ფინანსური ზარალი დაკავშირებულია მშენებლობით გამოწვეული საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვით.
„იუსტიციის სამინსიტრო რუსეთის წინააღმდეგ არსებული სარჩელების ფარგლებში ცალკე გამოყოფს იმ პრობლემას, რომელიც გამოწვეულია ქერჩის არხის გადაკეტვით და ამ მიზეზით ნაოსნობის შეზღუდვით. ამჯერად მზადდება სარჩელი და ვითვლით იმ ფინანსურ დანაკლისს რომელიც განიცადეს მარიუპოლისა და ბერდიანსკის სავაჭრო პორტებმა,“ - განაცხადა ლავრენიუკმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პრობლემაზე ასევე მუშაობენ ქვეყნის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული უშიშროების საბჭო.
შეგახსენებთ, ქერჩის ხიდის მშენებლობა რუსეთის ფედერაციამ 2015 წელს დაიწყო და მისი საავტომობილო ნაწილის დასრულება 2018 წლის დეკემბერში იგეგმება, ხოლო სარკინიგზო ნაწილის - 2019 წელს. აღნიშნული ხიდის საერთო სიგრძე 19 კილომეტრი იქნება და ის ქერჩის ნახევარკუნძულს ყირიმის ნახევარკუნძულთან დააკავშირებს.
კოკა კვირკველია