შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (982.487 ვიზიტორი).
ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლია მელაძემ ისაუბრეს. მათი განცხადებით, მსგავსი მონაცემი საქართველოს ისტორიაში ჯერ არცერთ თვეში დაფიქსირებულა.
წარმოდგენილი მონაცემებით, თითქმის 33%-ით არის გაზრდილი ტურისტების რიცხვიც. ივლისის თვის მაჩვენებლით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 519.349 შეადგინა, რაც 128.651-ით მეტია 2016 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა + 32.9%).
2017 წლის ივლისის ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან (+60.4%), სომხეთიდან (+25.4%), აზერბაიჯანიდან (+13.8%), თურქეთიდან (0.6%) და ირანიდან (85.8%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივლისში გამოირჩეოდნენ ნიდერლანდები +43%, გაერთიანებული სამეფო +34%, გერმანია +33% და საფრანგეთი +33%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ლიბანი +579%, იორდანია +373%, საუდის არაბეთი +254%, ქუვეითი +207%, ირანი +86% და აშშ +65%.
რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, 2017 წლის პირველი 7 თვის, ამ მონაცემებით საქართველოს იანვარ-ივლისში 3 978 657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 572, 195-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +16.8% - ია). იანვარ-ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 1 829 331 შეადგინა, რაც 423 816-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+8.7%), სომხეთიდან (+18.3%), რუსეთიდან (+35.9%) და ირანიდან (+169.5%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისში გამოირჩნენ ავსტრია +52%, ნიდერლანდები +39%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +29% და საფრანგეთი +26%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +398%, ლიბანი +318%, საუდის არაბეთი +218%, ქუვეითი +185%, ირანი +170% და უზბეკეთი +138%.
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ დოლარს (+23.3%), რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მშპ-ში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +0.8%-ია. 2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 951 335 ათასი ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება 2017 წლის ზოგად პროგნოზს, გიორგი ჩოგოვაძის თქმით, საქართველოში წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 7 მილიონს გადააჭარბებს.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე