რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების კანონი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა გუშინ მოაწერა ხელი, „რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ფონდის“ შექმნისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
აღნიშნული ფონდის მიზნია კიბერშეტევებისგან ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაცვა, ასევე იმ ქვეყნების დაცვა, რომლებსაც პარტნიორული ურთიერთობები აქვთ ნატო-სთან და ევროკაშირთან, მათ შორის არის: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.
ფონდის საქმიანობაში ასევე შედის: ჰუმანიტარული კრიზისიდან და არასტაბილური მდგომარეობიდან გამოიყვანოს უკრაინა და საქართველო, რაც პროვოცირებულია რუსეთის მიერ ამ ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციით.
გარდა ამისა, ახალი ორგანიზაცია მხარს დაუჭერს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას და ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ შეამცირონ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება.