თბილისში ავტობუსების ტაბლოები მწყობრიდან გამოვიდა

თბილისში ავტობუსების გადაადგილების დროის მაჩვენებელი ტაბლოები უკვე რამდენიმე დღეა არ ფუნქციონირებს, რის მიზეზადაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია სერვერის მასშტაბურ დაზიანებას ასახელებს , თუმცა ტაბლოების ჩართვის ზუსტ დროს ვერ ასახელებს.

კომპანიის ინფორმაციით, დაზიანების სირთულის გამო პრობლემის რამდენიმე დღეში აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, შესაბამისად, სპეციალისტები ტაბლოების ფუნქციონირების აღდგენაზე ახლაც მუშაობენ.

"სამწუხაროდ, დიდი დაზიანება აღმოჩნდა, რის გამოსასწორებლადაც კომპანიამ აირჩია ორი გზა, ერთი - თვითონ სერვერის აღდგენაზე მუშაობა, რის შედეგაც ტაბლოების ჩართვა მხოლოდ რამდენიმე უბანში მოხერხდა. მეორე - აკეთებენ კიდევ ერთ სერვერს, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩართონ," - განმარტავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე თქმით, იმედი აქვთ, სამუშაოების დასრულება მალე მოხდება და ტაბლოების ფუნქციონირება აღდგება.

წყარო ALLNEWS.GE