შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, მთავრობას საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი დაწესებულებების ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი წარუდგინა.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტში განსაზღვრულია ის არეები, რაზეც რეგულაციები ვრცელდება - რაოდენობრივად რამდენი და როგორ უნდა იყოს ხელსაწყოთი მონაცემები აღებული, როგორ უნდა მოხდეს მისი გეგმური ადმინისტრირება გამოძახების ან კონკრეტული შემთხვევის შესწავლისას. მისივე ინფორმაციით, განისაზღვა სტრუქტურები, რომელიც ადმინისტრირებას მოახდენენ.
“პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გათვალისწინებით, 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ადმინისტრირებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო შემდეგ - მუნიციპალიტეტები“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება ფულად ჯარიმას გამოიწვევს.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე