თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზებული ორგანო შეიქმნა , რომელიც 500 ათას ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ საქმეებს განიხილავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საბჭომ მსგავსი დავების განხილვასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ ბიზნესსექტორის უკმაყოფილება გაითვალისწინა.
იხილეთ ვიდეო PALITRAVIDEO.GE-ზე