ბაღდათის სოფლებში სიმინდის ნათესებს მავნებელი შეესია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს.
„ფარვანა ამჟამად მატლის ფაზაშია, განსაკუთრებით ადვილად შესამჩნევია სიმინდის ყანებში. მავნებლის არსებობისას სიმინდის ფოთოლზე შეინიშნება მრგვალი და წაგრძელებული ხვრელები“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაღდათის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები.
ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბაღდათის სოფლების - ვარციხის, როხის, წითელხევის და დიმის ფერმერებს შეხვდნენ. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით.