წინანდლის ფესტივალის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი შვეიცარიაში მოეწერა

წინანდლის ფესტივალის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი შვეიცარიაში მოეწერა

შვეიცარიის ქალაქ ვერბიეში , ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ააიპ წინანდლის ფესტივალს და ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლებს, მარტინ ენგსტრომს და ავი შოშანის შორის წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის და მუსიკალური აკადემიის დაარსების შესახებ. ვერბიე ცნობილია, როგორც კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის სამშობლო ევროპაში (https://www.verbierfestival.com/en/), რომლის ანალოგიც წინანდალში 2019 წლიდან მოეწყობა.

ხელმოწერა შედგა ვერბიეს ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილას, შალეადრიენში http://chalet-adrien.ch/en/

bpn "ბედნიერი ვარ, რომ საფუძველი ჩაეყარა წინანდლის ფესტივალს, რომელიც გააგრძელებს წინანდლის ისტორიას, ევროპული და ქართული კულტურის დაახლოებისის

ტორიას. ეს არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ საგანმანათლებლო ინიციატივაა. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერმინისტრს, მისი მხარდაჭერის გარეშე ამ წამოწყების ხორცშესხმა შეუძლებელი იქნებოდა", განაცხადა სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა.

ფესტივალი ყოველწლიურად აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება და საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკის ფორუმად მოგვევლინება.

ფოტოებზე:

გიორგი რამიშვილი- სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი

დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის დირექტორი

ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი - მარტინ ენგსტრომი,

ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი - ავი შოშანი.

(R)