თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვენი სამყარო "თავდაყირა დააყენა".ციფრულმა და ელექტრონულმა სისტემებმა ყოველდღიური ყოფის გამარტივებასთან ერთად, უნებლიედ, დანაშაულის ჩადენის ახალი მეთოდები შექმნეს. მე-19 საუკუნის მიწურულს, დიდი თანხების ხელში ჩაგდების მიზნით, მძარცველები საფოსტო დილიჟანსებსა და ბანკებს აყაჩაღებდნენ. მოგვიანებით, სატრანსპორტო საშუალებების განვითარებასთან ერთად, თავდასხმის მთავარი სამიზნე საფოსტო მატარებლები გახდა.
დღეს სულ უფრო და უფრო ხშირად, დიდი ოდენობით თანხების მოპარვა-მითვისება ელექტრონული გზით ხდება. შეიცვალა "თავმდამსხმელთა" სახელწოდებაც - ქურდებისა და ყაჩაღების ნაცვლად მათ - ჰაკერებს უწოდებენ. პისტოლეტებისა და დინამიტის ნაცვლად კი, ისინი კომმპიუტერებითა და სხვადასხვა ელექტრონული პროგრამებით არიან შეიარაღებულნი.
2015 წლის თებერვალში მსოფლიო ისტორიის მანძილზე ყველაზე მსხვილი ჰაკერული თავდასხმის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც საბანკო სისტემაში განხორციელბულა. პლანეტის მასშტაბით 100-ზე მეტი კომპანიიდან "ელექტრონულმა თავდამსხმელებმა" დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი "მოიპარეს". "ინტერპოლის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმაში, რომელიც 2 წელიწადს გრძელდებოდა, რუსეთის, უკრაინის, ჩინეთის და რიგი ევროპული სახელმწიფოების საუკეთესო ჰაკერები მონაწილეობდნენ.
მასშტაბების გარდა, ინტერესს თავად თავდასხმის მეთოდიც იწვევს. ბანკის კლიენტების (ფიზიკური პირების) ნაცვლად, ფულის მითვისებისთვის, კიბერთავდასხმები უშუალოდ კომპანიებზე ხორციელდებოდა. საბანკო სისტემაში შეღწევის შემდეგ ჰაკერები ირჩევდნენ სასურველ კომპანიას და თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. სისტემაში შეწღევიდან საკუთარ ანგარიშებზე თანხის გადმორიცხვამდე, ჰაკერებს 2-დან 4 თვემდე სჭირდებოდათ. განაგრძეთ კითხვა