დუბაიში, ცათამბჯენიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა (+ ვიდეო)

დუბაის The Marina Torch Tower-ში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ REUTERS -ი იუწყება. 79-სართულიან კორპუსში ცეცხლი მე-9 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა და მალევე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძროს სამსახურის ბრიგადები. მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

336 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენში ხანძარი 2015 წელსაც იყო.