„თბილისის მიკროავტობუსი“ - განცხადება,რომ „სითი პარკის’’ 25 მლნ ლარად შეძენას ხვიჩა მაქაცარია გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება

”თბილისის მიკროავტობუსი” ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას პასუხობს. ”თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს , რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

”დღეს თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ კომპანია ,,სითი პარკის’’ 25 მილიონ ლარად შეძენას გეგმას ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია არ შეესაბამება სიმართლეს. პოლიტიკური სარჩევნო კამპანიისთვის ბიზნესის გამოყენება ხელს უშლის ეკონომიკური პროცესების ჯანსაღად მიმდინარეობას”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერია ”სითი პარკის” ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს, რომელიც ”თბილისის მიკროავტობუსის” მფლობელ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის.

ელისაშვილის თქმით, ”სითი პარკის” საკომპენსაციო 25 მილიონ ლარსაც სწორედ მაქაცარია გადაიხდის. ელისაშვილი აღნიშნულ მოლაპარაკებებს უარყოფითად აფასებს და დედაქალაქის საპარკინგო კომპანიის გამოსავლენად საერთაშორისო ტენდერის ჩატარებას მოითხოვს.