საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგურილებელ ეროვნულ კომისიას ბუნებრივი აირის მიწოდების, განაწილების , გატარებისა და მოხმარების ტარიფების გადახედვის მოთხოვნით კიდევ ერთმა ლიცენზიატმა კომპანიამ, შპს „არზუ-გაზმა“ მიმართა.
მარეგულირებელმა კომისიამ არზუ-გაზისთვის“ ნორმატიული დანაკარგის დადგენის მიზნით, 2017 წლის 17 ივლისის სხდომაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კომისიის დადგენილების გამოცემის ვადად 2017 წლის 3 დეკემბერი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო თარიღად 2017 წლის 14 აგვისტო განისაზღვრა.
შპს „არზუ-გაზი“ გარდაბნის რაიონში ოპერირებს.
მიმდინარე წლის 20 ივლისიდან სემეკის გადაწყვეტილებით, ახალი ტარიფები ამოქმედდა „ყასტრანსგაზის“, „სოკარ ჯორგია გაზისა“ და „საქორგგაზის“ აბონენტებისთვის. ახალი ტარიფები ძალაშია 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.