1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3910 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8393 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8333 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.006 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.