სახელმწიფოები და წამყვანი პოლიტიკოსები ერთმანეთს ქვეყნის გამწვანებაში ეჯიბრებიან. ინდოეთს, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოსა და ნორვეგიას, ბუნებრივ აირსა და დიზელზე მომუშავე მანქანების ექსპლუატაციიდან ამოღება და მათი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლება სურთ.
სულ მცირე 10 ქვეყანა ელექტრონულ მანქანებზე ფასდაკლებების დაწესებას გეგმავს.
IHS Markit-ის მონაცემებით, მოცემული მომენტისთვის ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების რეალიზაცია ავტომობილების გაყიდვების სრული მოცულობის მხოლოდ 3%-ს შეადგენს.
იხილეთ მიზნები ქვეყნების მიხედვით:
გაერთიანებული სამეფო:
ხელისუფლება ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვას 2040 წლიდან აკრძალავს. უკვე 2050 წლისთვის გზებზე დარჩენილ ყველა მანქანას მავნე აირების გამოფრქვევის 0%-იანი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს. 2016 წელს გაერთიანებულ სამეფოში 2,7 მილიონი ახალი მანქანა დარეგისტრირდა, რის გამოც ის მანქანების გაყიდვის მხრივ, მსოფლიოში მეექვსე უდიდესი ბაზარი გახდა.საფრანგეთი: გლობალური დათბობის გამოწვევებიდან გამომდინარე, ქვეყანა საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვას 2040 წლისთვის დაასრულებს. ამის შესახებ განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასული თვის დასაწყისში გააკეთეს. 2040 წლის შემდეგ, მანქანის მწარმოებლებს მხოლოდ ელექტროენერგიაზე ან ენერგიის სხვა სუფთა წყაროზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის უფლებას მისცემენ. თუმცა, ჰიბრიდული მანქანები ნებადართული იქნება.
ინდოეთი: ოფიციალური დელის განმარტებით, 2030 წლისთვის ყველა მანქანა ელექტროენერგიაზე უნდა მუშაობდეს. ინდოეთი ჰაერის დაბინძურებით განსაკუთრებით გამოირჩევა. ქვეყანაში ყველაზე ბევრი ბინძური ქალაქია.
ნორვეგია: ხელისუფლების მიზანი ცხადია, 2025 წლისთვის არც ერთი მანქანა ჰაერს აღარ უნდა აბინძურებდეს. ქვეყანა უკვე ითვლება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გაყიდვის მხრივ ლიდერად. გასულ წელს, გაყიდული მანქანების 40% ჰიბრიდული იყო ან ელექტროენერგიაზე მუშაობდა.
IHS Markit-ის წარმომადგენლის სტეფანი ბრინლის განმარტებით, საწვავზე მომუშავე მანქანებისგან თავის დაღწევა რთული იქნება, მაგრამ პოლიტიკოსები თუ სერიოზულად არიან განწყობილნი, მეწარმეებიც იძულებულნი იქნებიან დაემორჩილონ.
წყარო ALLNEWS.GE