წინა თვეში მგზავრთნაკადმა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის აეროპორტში - მგზავრთნაკადის 42%-იანი ზრდა (371 131 მგზავრი) ბათუმის აეროპორტში - მგზავრთნაკადის 65%-იანი ზრდა (100 613 მგზავრი) დაფიქსირდა.
ორივე აეროპორტში გაიზარდა ასევე ფრენების რაოდენობაც: კერძოდ, თბილისის აეროპორტში - 42%-ით; ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 31%-ით.