ჟურნალ Forbes-ის 2017 წლის მაღალანაზღაურებადი მწერლების სიაში „ჰარი პოტერის“ ბრიტანელი ავტორი ჯოან როულინგი ლიდერობს.
გამოცემის ცნობით, ბოლო 12 თვეში როულინგმა 95 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ჯამში კი, მისი საერთო ქონება 650 მილიონ დოლარს შეადგენს.
ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებს უმდიდრესი მწერალი ამერიკაში ჯეიმს პატერსონი, რომელმაც გასულ 12 თვეში 85 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 21 მილიონი ამერიკული დოლარით კი მას ჯეფ კინი მოსდევს.
Forbes-ის რეიტნგში მოხვდნენ ასევე : დენ ბრაუნი (20 მილიონი დოლარი); სტივენ კინგი (15 მილიონი დოლარი); ჯონ გრიშემი (14 მილიონი); ნორა რობერტსი (14 მილიონი); პაულა ჰოკინსი (13 მილიონი); ელ ჯეიმსი (11.5 მილიონი დოლარი); დანიელ სტილი (11 მილიონი) და რიკ რიორდანი (11 მილიონი დოლარი).
რეიტინგის ავტორების ცნობით, აშშ-ში წლის განმავლობაში აღნიშნული ავტორების 312.5 მილიონი დოლარის ღირებულების 30 მილიონი ეგზემპლიარი წიგნი გაიყიდა.