დუბაიში ტურისტებისთვის პოპულარულ უბანში, Dubai Marina-ში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სასტუმრო Movenpick hotel Jumeirah Beach Residence-ში ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე გაჩნდა.
სასტუმროს ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ არავინ დაშავებულა.
„ვადასტურებთ, რომ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება უცებ მოხდა. სასტუმროს ყველა სტუმარი ევაკუირებულია“, - განაცხადეს სასტუმროში.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე ხანძარია, რომელიც ტურისტებისთვის პოპულარულ უბანში გაჩნდა. გასულ პარასკევს ხანძარი 87-სართულიან ცათამბჯენში, Torch Tower-ში გაჩნდა.