საბითუმო ბაზარზე ბენზინისა და დიზელის ღირებულება 10 თეთრით გაიზარდა. საქართველოში მოქმედი საბითუმო ბაზარი მყისიერად რეაგირებს უცხოური ბირჟების მერყეობაზე; ამ ეტაპზე, მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელის ღირებულება 12% -ით არის გაზრდილი. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი, ფასის მატებას აშშ-ში სტრატეგიული მარაგის შემცირებას უკავშირებს. თუმცა, მისი თქმით, საქართველოს საცალო ქსელი უახლოეს პერიოდში, საწვავის ფასის სტაბილურობას შეინარჩუნებს.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე