მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულობამ ივლისში 1 270 000 ლარი შეადგინა.
36 235 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო „ევროპულმა საქართველომ - მოძრაობამ თავისუფლებისთვის“. „ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ“ შემოწირულობის სახით 11 092 ლარი მიიღო, „გირჩმა“ – 8 300 ლარი; ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო ფონდმა - 3 120 ლარი; „საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ – 268 ლარი; „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 200 ლარი; „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 102 ლარი; „რესპუბლიკურმა პარტიამ“ – 20 ლარი.
სულ, საარჩევნო სუბიექტების შემოწირულობებმა ივლისის თვეში 1 329 337,50 ლარი შეადგინა.