ფინანსური ბაზრების გასული კვირის მიმოხილვა და მიმდინარე კვირის პროგნოზები

შრომის ბაზრის გაძლიერება პირდაპირი მინიშნებაა საპროცენტო განაკვეთის აწევის, რის ფონზეც ამერიკული დოლარი გამყარდა.

ინვესტორებმა ინვესტიციები ისევ დოლარში გადაიტანეს ამიტომ ოქრო დასუსტდა და 1273$-დან ჩამოვიდა 1253$-მდე.  bpn

შავი ოქრო გასულ კვირას  ძირითადად ფლეტში მოძრაობდა, თუმცა მცირედით

გამყარდა.  გამყარებას ხელი შეუწყო ამარიკის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა, -1.5 მლნ ბარელი, ნაცვლად -2.8 მლნ ბარელისა.  

ნავთობის მოვაჭრეები მომავალ კვირას აბუ-დაბიში  ოპეკისა და არა ოპეკის წევრი ქვეყნების   შეხვედრას ელოდებიან,  სადაც ექსპორტიორმა ქვეყნებმა უნდა  შეაჯამონ როგორ შეძლებენ  პროდუქციის შემცირებას. მთლიანობაში კვირის მანძილზე Brent-ის ხარისხის ნავთობი 50$-დან ავიდა 52$-მდე. ხოლო Wti-ის მარკის 48$-დან 50$-მდე.  

bpn

გასულ კვირას არანაკლებ აქტიური იყო ელექტრონული ვალუტა ბიტკოინი. მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა  ორად გაიყო.  პროცესმა, რომელსაც Fork-ი ეწოდება, ბიტკოინის ფასის ვარდნა გამოიწვია.

გაყოფის შედეგად ახალი კრიპტოვალუტა Bitcoin Cash წარმოიშვა, რომლის ფასი  ამ დროისთვის 250$-ს აჭარბებს. მთლიანობაში ბიტკოინის ფასზე ამ პროცესებმა დროებითი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ხოლო შემდეგ ისევ გამყარდა. ამ დროისთვის ბიტკოინის ფასი  2637$-დან ავიდა 3265$-მდე.bpn

რაც შეეხება სავალუტო ბირჟას, ფორექსი ძალიან აქტიური იყო გასული კვირის მანძილზე. ინვესტორების ყურადღება გადატანილი იყო ბრიტანეთში და ამერიკაში მიმდინარე მოვლენებზე.

ხუთშაბათს, 3 აგვისტოს, ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დატოვა იგივე 0.25%. ბანკის მმართველმა, მარკ კარნიმ, განაცხადა რომ ფედერალური ბანკი მომდევნო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯელ გეგმავს განაკვეთების აწევას, თუ ეკონომიკური სტაბილურობა შეუწყობს ხელს, რის ფონზეც ბრიტანული ფუნტი დასუსტდა.  საინტერესო წყვილი იყო GBP/USD, ფუნტის დასუსტებას ამერიკული დოლარის გამყარებაც დაემატა პარასკევს და საერთო ჯამში წყვილი 1.32662-დან ჩამოვიდა 1.30217-მდე.bpn

გასული კვირის მანძილზე, არანაკლებ აქტიური იყო ამერიკული დოლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გამო.

პარასკევს, 4 აგვისტოს, ამერიკამ დასაქმებულთა რაოდენობა აჩვენა დადებითი, 209 ათასი ნაცვალდ 183 ათასისა, ხოლო უმუშევრობის დონე 4,3% ნაცვლად 4,4%-ისა. ამ ინფორემაციის ფონზე ამერიკული დოლარი გამყარდა ყველა ვალუტასთან მიმართებაში. საინტერესო იყო EUR/USD-ს წყვილი რომელიც 4 თვიანი გამყარების შემდეგ შემოტრიალდა

და ფასი 1.19078-დან ჩამოვიდა  1.17271-მდე. bpn

7-11 აგვისტოს კალენდარი გასულ კვირასთან შედარებით მშვიდი იქნება ინფორმაციულად. ორშაბათი ტრადიციულად პასიურია და შეგვიძლია ტექნიკური ანალიზების მიხედვით ვაჭრობა. 

სამშაბათს, 8 აგვისტოს,  დილის 9 საათსა და 45 წუთზე შვეიცარიიდან გამოდის უმუშევრობის დონე. 10 საათზე გერმანია გამოაქვეყნებს სავაჭრო და საგადასახადო ბალანსს.  ხოლო 10 საათსა და 45 წუთზე საფრანგეთი გამოაქვეყნებს ასევე სავაჭრო ბალანსს.  ყურადღება მიაქციეთ შვეიცარიულ და ევროპულ ვალუტას.

ოთხშაბათს, 9 აგვისტოს, გამთენიის 6-ის ნახევარზე ჩინეთიდან გამოვა სამომხმარებლო ფასების ინდექსი. 16 საათსა და 30 წუთზე კანადა გამოაქვენებს მშენებლობის უფლების რაოდენობას, ხოლო საღამოს ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრო მონაცემებია ნავთობის მარაგებთან დაკავშირებით. სავაჭროდ აქტიური წყვილები იქნება:  AUD/CAD, EUR/CAD და

USD/CAD.

ხუთშაბათს, 10 აგვისტოს, ღამის 1 საათზე ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილება იქნება საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით.  12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთი გამოაქვეყნებს სავაჭრო ბალანსის სალდოს. ხოლო 16 საათსა და 30 წუთზე ამერიკა მწარმოებლის ფასების ინდექსს.  ვაჭრობა რეკომენდირებულია: AUD/NZD, NZD/USD და GBP/USD-ის წყვილებზე. 

პარასკევს, 11 აგვისტოს, ღამის 3-ის ნახევარზე ახალი ზელანდიიდან გამოვა საქმიანი აქტიურობის ინდექსი. ხოლო 16 საათსა და 30 წუთზე ამერიკა გამოაქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს. შეგიძლიათ ივაჭროთ: EUR/NZD, EUR/USD და USD/JPY-ის წყვილებზე.