General Motors-ი მსოფლიო მასშტაბით 800 ათას ავტომობილს გაიწვევს

ამერიკული ავტომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია General Motors-ი მსოფლიოს მასშტაბით 800 ათას ავტომობილს გაიწვევს.

გაწვევა ეხება ორ კონკრეტულ მოდელს - Chevrolet Silverado 1500-სა და GMC Sierra 1500-ს. ორივე ამ მოდელს საჭესთან დაკავშირებული პრობლემა აღმოაჩნდათ.

გაწვევა ეხება 690 ათას ავტომობილს აშშ-ის მასშტაბით, 80 ათასს კანადაში, ხოლო 25 ათასს სხვა ქვეყნებში.

"როიტერის" ცნობით, საჭის ელექტროგამაძლიერებელი, რომელიც 2014 წლის მოდელებში გამოიყენეს, შესაძლოა პერიოდულად მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით კი დაბალი სიჩქარით მანევრირების დროს.

გამოცემის ცნობით, უფრო ახალ მოდელებში კომპანიის ინჟინრებმა რამდენიმე ცვლილება შეიტანეს, რის შედეგადაც ეს პრობლემა მათ არ აღმოაჩნდებათ.

კოკა კვირკველია