"ამერიკის ხმის" ჟურნალისტი - საქართველოდან ჩამოტანილ ყვითელ ყვავილში 11 000 ერთეული ტყვია იპოვეს

საქართველოდან ჩამოტანილ ყვითელ ყვავილში 11 000 ერთეული ტყვია იპოვეს. 

ამის შესახებ რადიოს ”ამერიკის ხმა” ჟურნალისტი მაია კვარცხავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

”ბიზნესპრესნიუსი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

”ტყვიაზე კიდევ ერთი ანალიზის შედეგი გამომიგზავნეს დღეს. პასუხი 14 ივლისით თარიღდება. საქართველოდან ჩამოტანილ ყვითელ ყვავილში 11, 000 ერთეული იპოვეს. ამასობაში, სანელებლებისთვის ამერიკაში დაშვებული დაბინძურების ნორმაც გავარკვიე: 67. რამდენჯერ მეტია, ხვდებით, ჰო?

კიდევ ერთხელ: სუნელებს ჩვილ ბავშვებს და გინდაც, 2-3 წლისებს არავინ აჭმევს. ამიტომ სანდო ლაბორატორიაში აუცილებლად აუღეთ სისხლი 6 წლამდე ბავშვებს და ორსულებს. ეს ამერიკელი ექიმის რეკომენდაციაა ქართველებისთვის. ბავშვის ჯანმრთელობისთვის ტყვიით მიყენებული ზიანის გამოსწორება და ჯანმრთელობის აღდგენა აღარ ხდება. არასდროს!” - წერს მაია კვარცხავა ფეისბუკ გვერდზე.

bpn