"საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულშია" - ამის შესახებ ეკონომისტი მიხეილ დონდუა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
”ბიზნესპრესნიუსი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”2017 წლიდან მსოფლოს მოწინავე კვლევითმა ცენტრმა, ვაშინგტონის #1 think tank-მა The Heritage Foundation-მა ეკონომიკის თავისუფლების ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის წარმოება დაიწყო.
ამ ლიდერმა ამერიკულმა ორგანიზაციამ მსოფლიო ქვეყნების სასამართლო სისტემები შეაფასა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა
• Judicial independence (სასამართლოს დამოუკიდებლობა)
• Quality of the judicial process (სასამართლო პროცესების ხარისხი)
• Likelihood of obtaining favorable judicial decisions (კეთილსაიმედო სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა)
The Heritage Foundation-ის ექსპერტიზის მიხედვით საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში 17-ე ადგილზეა და ევროკავშირის 15 სახელმწიფოს უსწრებს - ესპანეთს , იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლიტვას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს , სლოვაკეთს და სლოვენიას.
თავის მხრივ The Heritage Foundation-ის კვლევა ეფუძნება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის პროფილურ კვლევებს.
როგორც ირკევევა, მსოფლიოს წამყვანი და მიუკერძოებელი ორგანიზაციები - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მსოფლო ბანკი და Heritage Foundation-ი საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობას და დამოუკიდებლობას მაღალ შეფასებებს აძლევს.
საქართველოში მობინადრე არასამთავრობო ორგანიზაციების „გრანტომანი“ და „პეროიანი“ ნაწილი კი ცდილობს დაამკვიდროს მოსაზრება, თითქოს საქართველოს სასამართლო სისტემას მთელ ევროპაში, მსოფლიოში, მზის სისტემაში და ირმის ნახტომის თანავასკვლავედშიც კი ყველაზე, ყველაზე, ყველაზე სამარცხვინო იმიჯი აქვს.
წყარო:
http://www.heritage.org/index/book/methodology#rule-of-law
P.S.
მადლობა გიორგი მიქანაძეს
http://www.myvideo.ge/v/3349148 ” - წერს მიხეილ დონდუა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.