გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც გია სალუქვაძემ განაცხადა, პოსტს ის მომავალ კვირაში დატოვებს.
”სხვა სამსახურში გადავდივარ. თვითმმართველობის არჩევნების ოთხწლიანი ციკლი დასრულდა. ახალი გამგებლები, ახალი გუბერნატორები უნდა მოვიდნენ, მე ასე ვთვლი. ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოვწურე”, - აღნიშნა გია სალუქვაძემ.
გია სალუქვაძე, ჯერჯერობით არ საუბრობს, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას. მისი თქმით, რამდენიმე შემოთავაზება აქვს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის, გია სალუქვაძეს გუბერნატორის პოსტზე. „გურიანიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის კანდიდატურა განიხილება.
”ჭანუყვაძესთან სამი წელი ვიმუშავე, ძალიან კარგი ყმაწვილია, ახალგაზრდა კაცია და წარმატებები მინდა ვუსურვო, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, - აღნიშნა გია სალუქვაძემ და დასძინა, რომ ახალი კანდიდატის ვინაობა პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.