ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, აუქციონში ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ 44 860 000 ლარი შეადგინა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.050 პროცენტით, მაქსიმალური 7.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.126 პროცენტით განისაზღვრა.