რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც პაპუნა მარგველიძემ განაცხადა, ის მუშაობას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩევლად გააგრძელებს.
მარგველიძისთვის უცნობია, თუ ვინ დაიკავებს გუბერნატორის პოსტს. პაპუნა მარგველიძე გუბერნატორის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა.
როგორც ცნობილია, ახალი გუბერნატორი ეყოლება გურიასაც. მოქმედი გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს.