”პატრიოტთა ალიანსის” წევრის, დეპუტატ გელა მიქაძის ინფორმაციით, ინგლისის სასამართლოში პროცესი მან მოიგო და ”რაკიას” ჯარიმა დაეკისრა. ამის შესახებ მიქაძემ ”რაკიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.
”ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ”რაკიას” დაესკირა ჯარიმა 600 ათასი ფუნტი და სასამართლო მოგებული მაქვს მე. რაში სჭირდებოდათ ამ ტყუილის გავრცელება, მე არ ვიცი. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. მე შემიძლია განაჩენი მოგაწოდოთ”, - განაცხადა მიქაძემ.
ლონდონის სააპელაციო სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, გელა მიქაძის 42.5 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვის ბრძანება გამოსცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „რაკიადან“ აცნობეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ და საქართველოში „რას ალ ხაიმას“ კომპანიის ყოფილმა დირექტორმა გელა მიქაძემ დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოში საქმე წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში მიქაძის მფლობელობაში არსებული 42 561,555 აშშ დოლარის ღირებულების აქტივები გაიყინება.