2017 წლის შვიდი თვის მონაცემებით, წამყვანი ქვეყნების ოთხეულის (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი) წილი საერთაშორისო ვიზიტორებში 79.9%-ია.
”გალთ&თაგარტის” საქართველოს ტურიზმის სექტორის ტურიზმის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, ამის მთავარი მიზეზია ის, რომ მკვეთრად უმჯობესდება მეორადი ბაზრების მაჩვენებლები.
კომპანიის მონაცემებით, საერთო ჯამში მეორადი ბაზრებიდან ვიზიტორების წილის ზრდამ 16,8% შეადგინა.
მიმოხილვის თანახმად, 2017 წლის შვიდ თვეში ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 66,000-ს გადააჭარბა, ხოლო ინდოელი ვიზიტორების რაოდენობა 31,000-მდე გაიზარდა. ”გალთ&თაგარტის” ცნობით, იმავე პერიოდში, ევროკავშირიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 22.8%-ით, თითქმის 174 000-მდე გაიზარდა, რაც გერმანიიდან (+4.7%), პოლონეთიდან (+3.3%) და გაერთიანებული სამეფოდან (+2.2%) შემოსული ვიზიტორების ზრდამ განაპირობა.