კომპანია ‘’რაკია ჯორჯია’’ დეპუტატ გელა მიქაძის განცხადებას პასუხობს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გელა მიქაძემ ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმე ფაქტობრივად წააგო.
კომპანიის ინფორმაციით, „რაკია ჯორჯია’’-ს ნამდვილად დაეკისრა თანხის გადახდა, თუმცა იგი მოიცავს მხოლოდ სასამართლო ხარჯების გარკვეულ ნაწილს. კომპანია ასევე ასაჯაროებს ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ელექტრონულ ვერსიას. „ინტერპრესნიუსი“„რაკია ჯორჯიას“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„გელა მიქაძის უსაფუძვლო განცხადებების გამო ‘’რაკია’’ ავრცელებს ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ორიგინალ დოკუმენტს, რომელიც საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისთვის და მისი გაცნობისას ცალსახაა, რომ გელა მიქაძემ საქმე წააგო და მასთან დაკავშირებული 42,561,555 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 3 შპს-ს აქტივები დაყადაღდა. ინფორმაცია გამოქვეყნებულია ბრიტანულ-ირლანდიური სამართლებრივი ინფორმაციის ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ქვეყნდება ყველა ამ სახის დოკუმენტი.
ასევე ვადასტურებთ, რომ ‘’რაკია ჯორჯია’’-ს ნამდვილად დაეკისრა თანხის გადახდა, თუმცა იგი მოიცავს მხოლოდ სასამართლო ხარჯების გარკვეულ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ გელა მიქაძე შესაძლოა ცდილობს შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, რადგან ლონდონის სასამართლოს აზრით, საკმაოდ საეჭვოა მისი კავშირი იმ კომპანიებთან, რომლებიც მის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ასახული, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს შესაძლოა ჰქონდეს არა დეკლარირებული, საგადასახადო ინსტიტუტებისგან დამალული ქონება.
"რაკია" კვლავაც გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას დიდი ბრიტანეთის, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოებში“, - აღნიშნულია „რაკიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების ლინკი: http://www.bailii.org/cgi-bin/format.cgi?doc=%2Few%2Fcases%2FEWCA%2FCiv%2F2017%2F1014.html&query=(khaimah)
Ras Al Khaimah Investment Authority & Ors v Bestfort Development Llp & Ors [2017] EWCA Civ 1014 (19 July 2017)
that, in using the phrase "likely to have assets", in para 41 the judge applied the wrong test; the right test was, at its highest, that there should be grounds for believing that the defendant was likely to have assets which would be caught by the order